FANDOM


ჰელენ გრადი
Helengrady.jpg
ურჩხულად გარდაქმნილი ჰელენ გრადი
სქესი
მდედრობითი
ასაკი
საშუალო ხნის (დაიბადა 1926 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
დიასახლისი
გამოჩნდა
Silent Hill: Origins
ახმოვანებს
ლორენს ბუვარდი

ჰელენ გრადი Silent Hill: Origins-ის გმირის − ტრევის გრადის დედა იყო.

როდესაც ტრევისი ბავშვი იყო, ჰელენმა მისი და საკუთარი თავის გაზით გაგუდვა ცადა. პოლიციის კითხვაზე, თუ რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა, რომ „სარკეში მყოფმა ადამიანებმა“ მას „ეშმაკი ბავშვის“ მოკვლა დაავალეს.

ჰელენი საილენთ ჰილის სანატორიუმ სიდარ გროვში მოათავსეს, სადაც იგი ძლიერ აგრესიულად იქცეოდა, განსაკუთრებით თავის ქმარ რიჩარდთან შეხვედრისას. იგი თავისი ვაჟის ნახვას ითხოვდა. ჰელენის სიგიჟისგან ტრევისის დაცვის მიზნით რიჩარდმა მას უთხრა, რომ დედამისი დაიღუპა. ჰელენი გამუდმებით „სარკეში მყოფ ადამიანებზე“ საუბრობდა და ხშირად ექიმების შეკითხვებზე არ რეაგირებდა ხოლმე. იგი ამტკიცებდა, რომ სარკის მეშვეობით სხვა სამყაროში გადასვლა და იქიდან დაბრუნება შეეძლო.

თანდათანობით ჰელენმა თავისი საქციელი ბოლომდე გააანალიზა და, როგორც ჩანს, იგი მისით ამაყობდა კიდეც.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი