FANDOM


ჰენრი ტაუნშენდი
HenryTownshend
ჰენრი Silent Hill 4-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
უცნობია
სტატუსი
ცოცხალი (გარდაცვლილი დასასრულ 21 Sacraments-ში)
საქმიანობა
უცნობია
გამოჩნდა
Silent Hill 4: The Room
Silent Hill: Book of Memories (ნახსენებია)
ახმოვანებს
ერიკ ბოსიკი

ჰენრი ტაუნშენდი Silent Hill 4: The Room-ის გმირია. იგი 21 საიდუმლოს რიტუალის უკანასკნელ საიდუმლოს წარმოადგენს და „სიბრძნის მიმღების“ წოდებულებას ფლობს.

წარსულირედაქტირება

ჰენრი საილენთ ჰილში რამდენჯერმეა ნამყოფი. მისი ბინის მისაღებში ტბა ტოლუკას დიდი პეიზაჟი კიდია, რომელიც მას ფრენკ სანდერლენდმა აჩუქა. მას ასევე ბალკანური ეკლესიისა და ძველი შუქურის სურათები აქვს. ამ უკანასკნელის შესახებ ჰენრი ამბობს, რომ, როგორც ამბობენ, ერთხელ მის სიახლოვეს უცხოპლანეტელთა ხომალდმა ჩაიფრინა, რაც შესაძლოა წინა სამი თამაშის ამო დასასრულებზე მიანიშნებდეს.

Silent Hill 4: The Room რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

თამაშის დასაწყისში ჰენრი თავის ბინაში, საუს ეშფილდ ჰეითსის 302-ე ოთახში იღვიძებს. გარდა იმისა, რომ იგი ყოველდღე ერთსა და იმავე კოშმარს ხედავს, მას ამ ოთახიდან გასვლა არ შეუძლია, რადგან ბინის კარი შიგნიდან ჯაჭვებითაა ჩაკეტილი. არ მუშაობს არც ტელეფონი და არც ტელევიზორი. ფანჯრები ჩარაზულია. მისი ყვირილი არავის ესმის, მათ შორის არც მის კართან მყოფ ადამიანებს.

ხუთი დღის შემდეგ სააბაზანოს კედელში ხვრელი გაჩნდება. ჰენრი შიგ შეძვრება და თავს მეტროს ესკალატორზე ამოყოფს. მეტროში იგი სინთია ველასკეზს შეხვდება, რომელსაც ჰგონია, რომ სიზმარში იმყოფება. იქიდან გაყვანის სანაცვლოდ სინთია ჰენრის „განსაკუთრებული“ სურვილის ასრულებას დაჰპირდება. ისინი ერთად დაიწყებენ ხეტიალს. სინთია მალევე გახდება ცუდად და ტუალეტში შევა. მის კართან მდგომ ჰენრის თავს ურჩხულები დაესხმებიან. მათთან ბრძოლის შემდეგ იგი თავის ბინაში გაიღვიძებს. ჰენრი კვლავ ხვრელში შეძვრება და თავს მეტროს საპირფარეშოში ამოყოფს. იგი მალევე იპოვის სინთიას, რომელიც მეტროს ვაგონშია ჩაკეტილი. ისინი კვლავ ერთად განაგრძობენ გზის ძებნას. მოგვიანებით, სინთია ჰენრის დაშორდება და ცოტა ხნის შემდეგ ჰენრი მას ერთ-ერთ ოთახში მომაკვდავს იპოვის. სინთია სისხლისგან იცლება. სიკვდილის წინ იგი ჰენრის ჰკითხავს, ყველაფერი, რაც მოხდა სიზმარია თუ არა, რაზეც ჰენრი დადებით პასუხს გასცემს. სინთია მის მკლავებში დალევს სულს, რის შემდეგაც ჰენრის სასწრაფოს ხმა გააღვიძებს. იგი კვლავ 302-ე ოთახშია. ფანჯრიდან ჰენრი დაინახავს, თუ როგორ გამოასვენებენ მეტროს შენობიდან სინთიას ცხედარს.

ჰენრი კიდევ ერთხელ შეძვრება ხვრელში და ტყეში გაიღვიძებს, რომელიც საილენთ ჰილის ახლოს მდებარეობს. იქ იგი ჯასპერ გეინს შეხვდება, რომელიც რაღაც რიტუალისა და ეშმაკის შესახებ დაიწყებს ლაპარაკს. ჰენრი პატარა ბიჭსაც დაინახავს და მასთან გასაუბრებას დააპირებს, თუმცა იგი მას შემდეგ გაიქცევა, რაც ჯასპერი „მესამე გამოცხადებას“ ახსენებს და იტყვის, რომ „რაღაც უნდა მოხდეს“. მოგვიანებით, ობოლთა სახლ უიშ ჰაუზთან ჰენრი კვლავ ჯასპერს შეხვდება, რომელიც იტყვის, რომ კარი დაკეტილია, თუმცა თუ ჰენრი მას რამე დასალევს მიუტანს, იგი მას რაღაცით დააჯილდოვებს. შოკოლადიანი რძის სანაცვლოდ ჯასპერი ჰენრის ნიჩაბს მისცემს, რისი მეშვეობითაც იგი ობოლთა თავშესაფრის გასაღებს იპოვის. ჰენრი შიგ შევა და რელიგიური წიგნიდან ნაწყვეტს ამოიკითხავს, რის შემდეგაც მას ჯასპერის ყვირილი მოესმება. მის საშველად მისული ჰენრი ცეცხლში გახვეულ ჯასპერს ნახავს, რომელიც მკერდზე რაღაც რიცხვებს იწერს და ყვირის, რომ ეშმაკს შეხვდა. იგი ცოცხლად დაიწვება, ჰენრი კი კვლავ თავის ბინაში გაიღვიძებს.

ხვრელში შეძრომის შემდეგ ჰენრი ცილინდრულ ციხეში მოვა გონს. მის ერთ-ერთ საკანში ადამიანია გამომწყვდეული, რომელიც ჰენრის დახმარებას სთხოვს. ჰენრი მის საკანში შეაღწევს და დაინახავს, რომ პატიმარი იმ პატარა ბიჭს ეჩურჩულება, რომელიც მან ტყეში ნახა. მას შემდეგ, რაც ბიჭი მათ გაეცლება, პატიმარი იტყვის, რომ თავად ენდრიუ დესალვო, ბიჭს კი უოლტერ სალივანი ჰქვია. იგი განაცხადებს, რომ უწინ ობოლთა თავშესაფარში მუშაობდა და ჰენრის უამბობს, თუ როგორ ძლიერ იყო უოლტერი შეპყრობილი წმინდა დედის ჩამოსვლის რიტუალით, რის შემდეგაც ჰენრის ბუტბუტით დაშორდება. მოგვიანებით, საწამებელ კამერაში ჰენრი მოკლულ ენდრიუს იპოვის. იგი წყალშია ჩამხრჩვალი.

ჰენრი კვლავ უცნაურ ადგილას - მის კორპუსთან მდებარე შენობის სახურავზე გაიღვიძებს. იგი ვიღაცის ყვირილს გაიგებს. ეს ვიღაც რიჩარდ ბრეინტრი აღმოჩნდება, რომელიც, როგორც ჩანს, საიდანღაც ჩამოვარდა. ჰენრის დანახვაზე იგი რევოლვერს მოიმარჯვებს და მას შემდეგ დამშვიდდება, რაც დარწმუნდება, რომ იგი „ნამდვილი ადამიანია“. ისინი ირგვლივ მიმდინარე უცნაური მოვლენებისა და ჯოზეფ შრაიბერის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც უწინ ჰენრის ბინაში ცხოვრობდა. წასვლის წინ ჰენრი რიჩარდს პატარა ბიჭის (უოლტერ სალივანის) შესახებ გააფრთხილებს. მოგვიანებით, ლიფტში მყოფი ჰენრი რიჩარდსა და პატარა უოლტერს შენიშნავს. ეს უკანასკნელი რიჩარდის დანახვაზე შეშინებული გაიქცევა, რიჩარდი კი მას გაჰყვება. მათ კვალდაკვალ ჰენრი ელექტროსკამზე მიბრულ რიჩარდს იპოვის, რომელიც ნელ-ნელა კვდება. ჰენრი მის დახმარებას შეეცდება, თუმცა მას დენი დაარტყამს. სიკვდილის წინ რიჩარდი იტყვის, რომ პატარა ბიჭი სინამდვილეში ისეთი არაა, როგორიც ჩანს.

თავის ბინაში გაღვიძებული ჰენრი ჩათვლის, რომ მომდევნო მსხვერპლი ან უოლტერ სალივანი ან მისი მეზობელი, აილინ გალვინი იქნება, რომლის დანახვა აქამდე ჭუჭრუტანის მეშვეობით იყო შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც ჰენრი აილინის ოთახში შევა, იგი მას სასტიკად ნაცემს იპოვის. ჰენრი მის გადარჩენას ვერ შეძლებს.

მოგვიანებით, წმ. ჯერომის საავადმყოფოში ჰენრი ახალ ხვრელს შექმნის. შიგ შესვლის შემდეგ იგი აილინის სურათებსა და რენტგენებს იპოვის და იფიქრებს, რომ იგი შესაძლოა ცოცხალიც იყოს. მოგვიანებით ჰენრი აილინს შეხვდება და მის შინ წაყვანას გადაწყვეტს, თუმცა აღმოაჩენს, რომ ხვრელით მოგზაურობა მხოლოდ მას შეუძლია. ისინი სპირალურ კიბეზე აღმოჩნდებიან, რომელიც უოლტერის სხვა სამყაროთა შესასვლელ კარებს ერთმანეთთან აკავშირებს და მის დასასრულს, 302-ე ოთახის წინ დღიურს აღმოაჩენენ. აქვე შეხვდება ჰენრი ჯოზეფ შრაიბერის მოჩვენებას და იმედის წერაქვს მოიპოვებს. ჯოზეფი ჰენრის უოლტერ სალივანის შესახებ უამბობს და მას „სიბრძნის მიმღებს“ უწოდებს. წარსულის 302-ე ოთახში შესული ჰენრი წერაქვის მეშვეობით საძინებელსა და სააბაზანოს შორის საიდუმლო ოთახს იპოვის. იქ იგი უოლტერ სალივანის ცხედარს ნახავს, რომელიც ჯვარზეა გაკრული და მისი პიჯაკის ჯიბიდან გასაღებებს ამოიღებს. მათი მეშვეობით ჰენრი 302-ე ოთახს თავს დააღწევს და აღმოაჩენს, რომ მთელი საუს ეშფილდ ჰეითსი კოშმარულ რეალობაშია გადასული. კორიდორში იგი აილინს შეხვდება.

ფრენკ სანდერლენდის ოთახში ისინი უოლტერის ჭიპლარს იპოვიან, რის შემდეგაც ჰენრის ძლიერი თავისტკივილი დაეწყება, აილინი კი პატარა უოლტერის მოსაძებნად მას დაშორდება.

ჰენრი 302-ე ოთახში დაბრუნდება და ჯვრის ქვეშ არსებულ ხვრელში ჩახტება. იგი დიდ ოთახში აღმოჩნდება, სადაც შეპყრობილი აილინი იმყოფება, რომელიც თავის მოსაკლავად ეკლებიანი მბრუნავი მექანიზმისკენ მიდის. თუ ჰენრი მის შეჩერებას ვერ შეძლებს, თამაში „ცუდად“ დასრულდება. მთავარი ბოსის სახით მას უოლტერ სალივანის „ნამდვილი სახე“ შეებრძოლება, რომელსაც იგი დაამარცხებს.

Escape („გაქცევა“) - ჰენრი საუს ეშფილდ ჰეითსს თავს დააღწევს. ერთი დღის შემდეგ იგი წმ. ჯერომის საავადმყოფოში აილინს მოინახულებს. ჰენრი მას ღიმილით თაიგულს გაუწვდის. აილინი იტყვის, რომ, როგორც ჩანს, მან ახალი საცხოვრებელი ადგილი უნდა იპოვოს.

Mother („დედა“) - ეს დასასრული Escape-ის მსგავსია იმ განსხვავებით, რომ აილინი საუს ეშფილდ ჰეითსში დაბრუნებას გადაწყვეტს, მომდევნო სცენაში კი სისხლიანი და დაჟანგული 302-ე ოთახი ჩანს.

Eileen's Death („აილინის სიკვდილი“) - ჰენრი თავის ბინაში გაიღვიძებს და სასტუმრო ოთახში შესვლის შემდეგ რადიოთი აილინის დაღუპვის შესახებ შეიტყობს. გულმოკლული ჰენრი მუხლებზე დაეცემა, გააცნობიერებს რა, რომ აილინის დაცვა ვერ შეძლო.

21 Sacraments („21 საიდუმლო“) - პატარა უოლტერი სისხლიან და დაჟანგულ 302-ე ოთახში შევა და განაცხადებს, რომ დედას მას ვერავინ დააშორებს. ამავე ოთახშია ზრდასრული უოლტერიც, რომელიც კედელსაა მიყრდნობილი. რადიო გამოაცხადებს, რომ ჰენრი და აილინი მკვდრები არიან - პირველის დასახიჩრებული ცხედარი 302-ე ოთახში იპოვეს, მეორე კი წმ. ჯერომის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი