FANDOM


ჰოუარდ ბლეკვუდი
Howard Blackwood
ჰოუარდ ბლეკვუდი Silent Hill: Downpour-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
უცნობია
სტატუსი
უცნობია
საქმიანობა
საილენთ ჰილის საფოსტო განყოფილების უფროსი
გამოჩნდა
Past Life
Silent Hill: Downpour
Anne's Story
Silent Hill: Book of Memories
ახმოვანებს
უილიამ ტეიტი

ჰოუარდ ბლეკვუდი Silent Hill: Downpour-ისა და Silent Hill: Book of Memories-ის პერსონაჟია. კომიქს Past Life-ის თანახმად, მე-19 საუკუნეში იგი საილენთ ჰილის საფოსტო განყოფილების უფროსი იყო.

Silent Hill: Downpour რედაქტირება

ჰოუარდი საილენთ ჰილის პირველი მკვიდრია, რომელსაც მარფი პენდლტენი შეხვდება. პატიმრის ფორმაში გამოწყობილი მარფი მას ეტყვის, რომ ქალაქიდან წასვლა სურს და უსიამოვნებები არ სჭირდება. ჰოუარდი მას მიუგებს, რომ იგი მხოლოდ დახმარებას ცდილობს და მარფის ამცნობს, რომ ყველა გზა განადგურებულია. ამ დროს მარფი ფანჯარაში ვიღაცის ფიგურას შენიშნავს. ჰოუარდი მას საბაგირო გზის გამოყენებას ურჩევს, თუმცა დაამატებს, რომ დევილზ პიტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ის აღარ ფუნქციონირებს. მარფი გარისკვას გადაწყვეტს. ჰოუარდი მას წარმატებას უსურვებს და წერილების დასარიგებლად გაემართება. ერთი წამით მარფი ფანჯარას შეხედავს და ჰოუარდს ქალაქის სახელს ჰკითხავს, რა დროსაც შენიშნავს, რომ იგი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულა.

მეორედ ისინი ჰილსაიდ ეპარტმენტსის უკანა შესასვლელში შეხვდებიან. ჰოუარდი მარფის ჰკითხავს, თუ რას აკეთებს იგი ქალაქში, რაზეც მარფი უპასუხებს, რომ მან გასასვლელი ვერ იპოვა. ჰოუარდი განაცხადებს, რომ ამ სიტყვების ყოველ გაგონებაზე მისთვის ხუთცენტიანი რომ მიეცათ, იგი ფოსტალიონი არ იქნებოდა. დაბნეული მარფი მას ჰკითხავს, თუ რა ხდება ქალაქში. ჰოუარდი განაცხადებს, რომ „ქალაქი მეტად საქმიანია“. მარფის თხოვნით ჰოუარდი მას რადიოსადგურის მისამართს მიასწავლის და ეტყვის, რომ ენ მერი კანინგჰემს შეხვდა. იგი მარფის ჰკითხავს, თუ რა გააკეთა ისეთი, რამაც ენი ასე გააბრაზა და დაამატებს, რომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ როდესაც ადამიანი ასეთი გაბრაზებულია, საქმე რაღაც პიროვნულს ეხება და მარფის გაეცლება.

მოგვიანებით, ჰოუარდი მარფის გონს მოიყვანს და რაღაც წერილს გადასცემს, რომელიც, მისი თქმით, წმ. მარიას მონასტრიდანაა. საილენთ ჰილის საშინელებით ძალაგამოცლილი მარფი მას დახმარებას სთხოვს. ჰოუარდი მას მიუგებს, რომ რაც მის თავს ხდება, მის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. იგი განაცხადებს, რომ მას ფოსტა აქვს დასარიგებელი და მარფის დაემშვიდობება.

Silent Hill: Book of Memories რედაქტირება

თამაშის დასაწყისში ჰოუარდ ბლეკვუდი მოთამაშეს მოგონებათა წიგნს გადასცემს და მას დარწმუნებით ეტყვის, რომ ის სწორედ მას ეკუთვნის. მოგვიანებით, მოთამაშე მას სხვა სამყაროს საპყრობილეში მდებარე მის მაღაზიაში შეხვდება. ჰოუარდი მას მოგონების ნაშთის დანიშნულებას აუხსნის და მის შეკითხვებზე ორაზროვან პასუხებს გასცემს. კითხვას, თუ რატომ არიან ირგვლივ ურჩხულები, ჰოუარდი ვინსენტ სმითის შემდეგი სიტყვებით უპასუხებს: „შენს თვალში ისინი ურჩხულებს ჰგვანან?“

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი