FANDOM


Silent Hill
Silent Hill video game cover.png
იგივე
Silent Hill 1
დეველოპერი
გამომცემელი
პროდიუსერი
მწერალი
კეიიჩირო ტოიამა
კომპოზიტორი
გამოშვების თარიღი
ჩრდილოეთი ამერიკა 31 იანვარი, 1999
იაპონია 4 მარტი, 1999
ევროპა 1 აგვისტო, 1999
ESRB რეიტინგი
M (17+)
პლატფორმა
PlayStation
PlayStation Network
რეჟიმი
Single-player


Silent Hill (ქართ. საილენთ ჰილი) Survival horror ჟანრის ვიდეო თამაშია, რომელიც Konami Computer Entertainment Tokyo-ს გუნდმა Team Silent-მა შექმნა და Konami-მ PlayStation-ისთვის 1999 წლის იანვარში გამოსცა. იაპონიასა და ევროპაში თამაში იმავე წლის მარტსა და აგვისტოში გამოვიდა.

Silent Hill-ში მესამე პირის ხედვა და ნამდვილი დროის სამგანზომილებიანი გრაფიკაა გამოყენებული. სისტემის შეზღუდულობათა დასაფარავად შემქმნელებმა უხვად გამოიყენეს ნისლი და სიბნელე, რაც გრაფიკას ბუნდოვანს ხდის. ამავე ჟანრის სხვა თამაშებისგან განსხვავებით, რომელთა მთავარი პერსონაჟი, როგორც წესი, დახელოვნებული მებრძოლია, Silent Hill-ის გმირი ჩვეულებრივ ადამიანს წარმოადგენს.[1]

თამაშის სიუჟეტი გამოგონილ ამერიკულ ქალაქ საილენთ ჰილში ვითარდება, სადაც თამაშის გმირი ჰარი მეისონი თავის ქალიშვილ შერილს დაეძებს. შერილის წარმომავლობის შესახებ სიმართლეს იგი მას შემდეგ შეიტყობს, რაც მას ფანატიკოსთა კულტ ორდერთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც თავისი ღმერთის გაცოცხლებას შეეცდება. მოთამაშის ქცევიდან გამომდინარე თამაშის ხუთნაირად დამთავრებაა შესაძლებელი, მათ შორისაა ხუმრობა დასასრულიც.

Silent Hill-მა კრიტიკული და კომერციული წარმატება მოიპოვა. ის პირველი თამაში გახდა, რომლის მთავარი თემა ფსიქოლოგიური საშინელება იყო, ამგვარად, მან თავის ჟანრში გარდატეხა მოახდინა.[1] არსებობს Silent Hill-ის რამდენიმე ადაპტაცია, მათ შორისაა: 2001 წლის ვიზუალური ნოველა Silent Hill: Play Novel, 2006 წლის ფილმი საილენთ ჰილი და 2009 წლის Silent Hill: Shattered Memories, რომელიც თამაშის ერთგვარი რიმეიკია.

სიუჟეტირედაქტირება

Warning sign.svg ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

ჰარი მეისონი და მისი შვილობილი შერილი დასასვენებლად საილენთ ჰილში წავლენ. მოულოდნელად, მათ გზაზე გოგონა გადაეღობება. ჰარი მანქანას მოასრიალებს და ავარიაში მოყვება, გონს მოსული კი აღმოაჩენს, რომ შერილი გაუჩინარდა. ქალაქი მას უკაცრიელი და ნისლიანი დახვდება. იქ იგი პოლიციის ოფიცერ სიბილ ბენეტსა და დალია გილესპის შეხვდება, რომელიც მას უცნაურ ნივთს − ფლაუროსს მისცემს. საავადმყოფო ალქემილაში ჰარი ექიმ მაიკლ კაუფმანსა და ექთან ლისა გარლანდს გაიცნობს.

საილენთ ჰილში ხეტიალისას ჰარი უცნაურ სიმბოლოებს შენიშნავს. დალია მას ეტყვის, რომ გოგონა, ვინც მას გზაზე გადაეღობა − დემონია, რომელიც ქალაქში „სამაელის ნიშნებს“ სვამს, რათა ის წყვდიადმა მოიცვას. დალია ჰარის მის შეჩერებას დაავალებს, რაც, მისი თქმით, შერილის გადარჩენის ერთადერთი გზაა. მოგვიანებით, ჰარის თავს პარაზიტის მიერ ინფიცირებული სიბილი დაესხმება. მოთამაშეს შეუძლია მოკლას ან გადაარჩინოს იგი.

მას შემდეგ, რაც გოგონა კიდევ ერთხელ გამოჩნდება, დალია მას ფლაუროსით დაიმორჩილებს და განაცხადებს, რომ ჰარი თავისი გეგმის განსახორციელებლად გამოიყენა. იგი გაამხელს, რომ გოგონა მისი ქალიშვილი ალესაა, რომელიც ზებუნებრივ ძალას ფლობს. ჰარი უცნაურ ადგილას გაიღვიძებს. იქ იგი ლისას შეხვდება, რომელიც გააცნობიერებს, რომ თვითონაც „სხვების მსგავსია“ და ურჩხულად გარდაქმნას დაიწყებს. შეშინებული ჰარი მისგან გაიქცევა. ლისას დღიურიდან ირკვევა, რომ ალქემილაში იგი ალესას მომვლელი ექთანი იყო.

ჰარი დალიას მალევე იპოვის. გაირკვევა, რომ შვიდი წლის წინ დალიამ თავის ქალიშვილი ცოცხლად დაწვა, რათა მასში საილენთ ჰილის კულტი ორდერის ღვთაება ჩასახულიყო. ალესა გადარჩა და ორდერის გეგმის ჩაშლის მიზნით თავისი სული ორ ნაწილად გახლიჩა − ამგვარად გაჩნდა შერილი, რომელიც ჰარიმ და მისმა ცოლმა გზის ნაპირას იპოვეს და იშვილეს. ალესას მეორე ნაწილის დასაბრუნებლად დალიამ ჯადო გამოიყენა. როდესაც ალესამ შერილის სიახლოვე იგრძნო, მან ქალაქში მეტატრონის ბეჭდების დასმა დაიწყო, რათა დემონური ღვთაების დაბადებისთვის ხელი შეეშალა.

შერილისა და ალესას გამთლიანებით დალია ღვთაებას გააცოცხლებს. არსებობს თამაშის ოთხი განსხვავებული დასასრული: თუ ჰარი სიბილს მოკლავს და აგლაოფოტისს ვერ იშოვის, თამაში „ცუდად“ დამთავრდება − კაუფმანი გაუჩინარდება, ალესა (ინკუბატორი) დალიას ელვით დაფერფლავს და ჰარის შეუტევს. მისი დამარცხების შემდეგ შერილის ხმა ჰარის მადლობას გადაუხდის და დაემშვიდობება. ალესა გაქრება, გულმოკლული ჰარი კი ჩაიკეცება და უკანასკნელ კადრში გამოჩნდება, რომ ჰარის ცხედარი დამტვრეულ მანქანაშია. „ცუდ +“ დასასრულში სიბილი ცოცხალია. შერილი ჰარის გამოემშვიდობება. ალესა გაქრება. სიბილი ჰარის გამოაფხიზლებს და ეტყვის, რომ ის უნდა წავიდეს. „კარგ“ დასასრულში სიბილი მკვდარია, კაუფმანი კი ალესას აგლაოფოტისს შეასხამს, რაც მისგან დემონს გამოდევნის. გაირკვევა, რომ კაუფმანი საიდუმლოდ დალიასთან თანამშრომლობდა და მას ალესას დამალვაში ეხმარებოდა. კაუფმანი გაქცევას შეეცდება, თუმცა მას ურჩხულად გარდაქმნილი ლისა ორმოში ჩაითრევს. ალესა გაქრება. ჰარი დემონ ინკუბუსს შეებრძოლება და დაამარცხებს. ალესა კვლავ გამოჩნდება. მას ხელებში ჩვილი ბავშვი უჭირავს, რაც შერილისა და მის რეინკარნაციას წარმოადგენს. იგი ბავშვს ჰარის მისცემს და თავისი კოშმარიდან თავის დასაღწევად პორტალს გაუხსნის. „კარგ +“ დასასრულში სიბილიც ცოცხალია. ხუმრობა დასასრულში ჰარის უცხოპლანეტელები გაიტაცებენ.

დაკარგულ მოგონებათა წიგნის თანახმად, თამაშის კანონიკური დასასრულია „კარგი“ დასასრული.

გამოსვლარედაქტირება

Silent Hill ჩრდილოეთ ამერიკაში 1991 წლის 31 იანვარს გამოვიდა, იაპონიაში − იმავე წლის 4 მარტს, ევროპაში კი იმავე წლის 1 აგვისტოს.[2] 2006 წელს იგი იაპონურ Silent Hill Complete Set-ში შევიდა.[3] 2009 წლის 19 მარტს თამაშის გადმოწერა PlayStation 3-ისა და PlayStation Portable-ის ევროპული PlayStation Network-დან გახდა შესაძლებელი,[4] თუმცა 2 დღის შემდეგ „გაუთვალისწინებელი გარემოებების“ გამო თამაში იქიდან მოხსნეს.[5] ხელმისაწვდომი იგი მხოლოდ 2011 წლის 26 ოქტომბრიდან გახდა. ჩრდილოეთ ამერიკის PlayStation Network-ში Silent Hill 2009 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა.[6]

გამოსვლამდე თამაშს ცენზურასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. ერთ-ერთი ურჩხულის − გრეი ჩაილდის დიზაინი არაერთხელ (ორნაირად ამერიკისთვის და ოთხნაირად ევროპისთვის) იმიტომ შეიცვალა, რომ იგი გარეგნულად ბავშვს ჰგავდა. თამაშის ევროპულ და იაპონურ ვერსიებში ის სხვა ურჩხულითაა (მამბლერი) ჩანაცვლებული. ევროპული ვერსიის დასასრულს გრეი ჩაილდები გამჭვირვალე სილუეტების სახით ჩნდებიან და ლარვალ სტალკერზს ჰგვანან.[7][8]

კრიტიკული შეფასებარედაქტირება

Silent Hill-მა უმეტესწილად კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. Metacritic-ზე მან 86/100 მოაგროვა, GameRankings-ზე კი 84.99%.[9][10] თამაშის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა[11] და, ამგვარად, იგი ამერიკული PlayStation-ის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თამაში გახდა.[12]

კრიტიკოსთა ნაწილმა Silent Hill Resident Evil-ს შეადარა.[13][14] აღინიშნა, რომ მოთამაშისთვის შემაწუხებელი ატმოსფეროს შექმნით თამაში შინაგან შიშსა და ეკშენზე ორიენტირებული Resident Evil-ისგან განსხვავდებოდა.[15] Silent Hill-ის საუნდტრეკმა, რომლის კომპოზიტორი აკირა იამაოკაა, მოწონება დაიმსახურა,[15] გახმოვანება კი მკაცრად გააკრიტიკეს,[15][13] თუმცა ზოგმა მიმომხილველმა შენიშნა, რომ იგი Resident Evil-ისას სჯობდა.[13]

Silent Hill-ის, როგორც სერიების 1-ლი ნაწილის პოპულარობა დროსთან ერთად გაიზარდა. 2000 წელს IGN-ის PS-ის საუკეთესო თამაშების სიაში მან მე-14 ადგილი დაიკავა,[16] GameSpy-ის 2005 წლის ანალოგიურ სიაში კი მე-15.[17] GameTrailers-ის 2006 წლის ყველა დროის 10 ყველაზე საშიშ ვიდეო თამაშს შორის Silent Hill-მა 1-ლი ადგილი აიღო.[18] 2005 წელს თამაში ჟანრ Survival horror-ის B movie-ის ელემენტებიდან J-Horror-ისთვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ სტილზე გადაყვანისთვის შეაქეს,[19] ვინაიდან ის შემაწუხებელ ატმოსფეროზეა ორიენტირებული და არა შინაგან საშინელებაზე.[15] 2012 წელს Time-მა იგი ყველა დროის 100 საუკეთესო ვიდეო თამაშს შორის დაასახელა.[20]

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 ტრევის ფასი. „IGN Presents the History of Survival Horror“. IGN.com. IGN Entertainment, Inc. გვ. 5.
  2. Silent Hill for PlayStation“ (მკვდარი ბმული). GameSpot. CBS Interactive Inc.
  3. ნიკოლას ფრიკე (2006-08-03). „A look inside the Silent Hill Complete set“. Siliconera.
  4. ლუკ პლანკეტი (2009-03-20). „PAL PlayStation Store Update: Silent Hill!“. Kotaku. Gawker Media.
  5. Official PlayStation Community“. Sony Computer Entertainment Europe.
  6. ალექსანდრ სლივინსკი (2009-09-10). „PSN Thursday: In time with Turtles, Silent Hill and George Takei“. Joystiq. AOL Inc.
  7. „XV: The Devil – Creatures“. Silent Hill 3 公式完全攻略ガイド/失われた記憶 サイレントヒル・クロニクル [ქართ. Silent Hill 3 ოფიციალური სტრატეგიული მეგზური / დაკარგული მოგონებები: Silent Hill ქრონიკა]. NTT Publishing Co., Ltd. 2003-07-31. გვ. 102–103. ISBN 4-7571-8145-0.
  8. მაიკ ვიგანდი (1999). „Silent Hill Q&A“. GamePro. IDG Games Media Group.
  9. „Silent Hill for PlayStation“. GameRankings. CBS Interactive Inc.
  10. „Silent Hill for PlayStation Reviews“. Metacritic. CBS Interactive Inc.
  11. ტაკაიოში სატო, „My Resume“. SatoWorks.
  12. „Silent Hill (Greatest Hits)“. Konami Digital Entertainment, Inc.
  13. 13.0 13.1 13.2 ბობა ფატი (2000-11-24). „Silent Hill Review“. GamePro. GamePro Media, Inc.
  14. ფრანჩესკა რეიესი (1999-02-24). „Silent Hill – PlayStation Review“. IGN.com. IGN Entertainment, Inc.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 ბალდრიკ (1999-03-01). „Silent Hill Review for the PS“. Game Revolution. AtomicOnline, LLC.
  16. დუგლას პერი; დეივ ზდირკო; დევიდ სმითი (2000-06-07). „Top 25 Games of All Time: #11–15“. IGN.com. IGN Entertainment, Inc.
  17. ბრინ უილიამსი; ედუარდო ვასკონსელოსი (2005-09-07). „Top 25 PSone Games of All-Time“. GameSpy. IGN Entertainment, Inc.
  18. „Top Ten Scariest Games“. GameTrailers. MTV Networks. 2006-10-27. (ბმული გასასწორებელია)
  19. რიჩარდ ჯ. ჰენდი (2004). „Proliferating Horrors: Survival Horror and the Resident Evil Franchise“. ჰანტკე, შტეფენი. Horror Film: creating and marketing fear. University Press of Mississippi. გვ. 117–134.
  20. „All-TIME 100 Video Games“. Time (Time Inc.). 15 ნოემბერი, 2012.
მოძიებულია "http://ka.silenthill.wikia.com/wiki/Silent_Hill?oldid=735"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი