FANDOM


Silent Hill: Origins
Silent Hill Origins.jpg
იგივე
Silent Hill: Zero
დეველოპერი
გამომცემელი
რეჟისორი
პროდიუსერი
მწერალი
სემ ბარლოუ
დიზაინერი
კომპოზიტორი
გამოშვების თარიღი
26 ოქტომბერი, 2007 გაერთიანებული სამეფო
06 ნოემბერი, 2007 ჩრდილოეთი ამერიკა
30 ნოემბერი, 2007 ავსტრალია
06 დეკემბერი, 2007 იაპონია
ESRB რეიტინგი
M (17+)
პლატფორმა
PlayStation Portable
PlayStation 2
PlayStation Network
რეჟიმი
Single-player
მატარებელი
ოპტიკური დისკი


Silent Hill: Origins (ქართ. საილენთ ჰილი: წარმოშობა) Survival horror ჟანრის ვიდეო თამაშია, რაც Climax Studios-მა შექმნა და Konami Digital Entertainment-მა PlayStation Portable-ისთვის 2007 წლის ოქტომბერში გამოსცა. PlayStation 2-ზე ის 2008 წლის მარტში გამოვიდა.

Silent Hill: Origins-ის მოვლენები 1-ლი თამაშის მოვლენებზე ადრე მოხდა. სიუჟეტი აქაც გამოგონილ ამერიკულ ქალაქ საილენთ ჰილში ვითარდება. თამაშის გმირია ტრევის გრადი, რომელსაც ქალაქის რელიგიურ ფანატიკოსთა ორგანიზაციასთან და ურჩხულებთან ერთად თავისი ტრაგიკული ბავშვობის მოგონებებთანაც მოუწევს გამკლავება.

Silent Hill: Origins -ის PSP-ის ვერსიამ უმეტესწილად კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. მათ თამაშის გეიმფლეი და გრაფიკა შეაქეს, თუმცა დაიწუნეს მისი ხანგრძლივობა და Climax-ის მიერ სერიების „ფორმულის“ ზედმიწევნითი დაცვა. PS2-ის ვერსიამ შედარებით დაბალი ქულები აიღო, რაც, ძირითადად, მისმა საშუალოზე დაბალი ხარისხის გრაფიკამ განაპირობა.

სიუჟეტირედაქტირება

Warning sign.svg ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

სატვირთო მანქანის მძღოლი ტრევის გრადი გზის შესამოკლებლად დანიშნულების პუნქტამდე მისვლას საილენთ ჰილის გავლით გადაწყვეტს. ქალაქის შესასვლელთან მას ვიღაც გადაეღობება. ტრევისი მანქანიდან გადმოვა და გოგონას დაინახავს, რომელიც გაიქცევა. ტრევისი მას გაჰყვება და ცეცხლმოკიდებულ სახლთან მივა. შიგ ის მთლიანად დამწვარ, თუმცა ცოცხალ გოგონას იპოვის, რომელსაც სამშვიდობოს გამოიყვანს, რის შემდეგაც ის გონებას დაკარგავს.

ტრევისი საილენთ ჰილში, სკამზე გაიღვიძებს და ადგილობრივ საავადმყოფოში წავა, რათა შეიტყოს, თუ რა ბედი ეწია მის მიერ გადარჩენილ გოგონას. იქ იგი ექიმ მაიკლ კაუფმანს შეხვდება, რომელიც იტყვის, რომ მათ ახალი პაციენტი არ მიუღიათ. ურჩხულებით სავსე საავადმყოფოსა და სხვა სამყაროში ხეტიალის შემდეგ ტრევისი სტაჟიორ ექთან ლისა გარლანდს შეხვდება, რომელიც მას ამცნობს, რომ გოგონა, ალესა გილესპი, რომელსაც იგი ეძებს, დაიღუპა. ტრევისი ალესას დედას – დალიასაც გაიცნობს, რომელიც მან პირველად ცეცხლმოკიდებულ სახლთან შენიშნა.

საილენთ ჰილში ხეტიალისას ტრევისი დროგამოშვებით ალესას ხედავს, რომელიც ჯანმრთელად გამოიყურება, თუმცა მის შეკითხვებს არ პასუხობს. ალესას დავალებით ტრევისი ფლაუროსის ნაწილების შეგროვებას დაიწყებს. პარალელურად, მას თავის ბავშვობისდროინდელ ტრავმასთან მოუწევს გამკლავება − მას გაახსენდება, რომ ბავშვობაში ფსიქიკურად ავადმყოფი დედამისი მის მოკვლას შეეცადა, მამამისმა კი თავი ჩამოიხრჩო, რადგან ცოლის სიგიჟეს ვერ გაუძლო. ფლაუროსის ნაწილების გაერთიანებით ტრევისი ფლაუროსს შექმნის, რაც ალესას დალიას ჯადოს დასაძლევად საკმარის ძალას მისცემს. დალია გაამხელს, რომ ალესამ მათი „ღმერთი“ უნდა შობოს და რიტუალზე დასასწრებად გაემართება. იქ მისული ტრევისი დამწვარ ალესას იპოვის, რომელსაც გარს ქალაქის კულტის − ორდერის წევრები ახვევიან. მათ შორისაა მაიკლ კაუფმანიც, რომელიც ტრევისს მომწამლავი აირით გაანეიტრალებს. ტრევისის ცნობიერება სხვა ადგილას გადაინაცვლებს, სადაც ის მთავარ ბოსს შეებრძოლება და ფლაუროსის დახმარებით დაამარცხებს.

არსებობს თამაშის სამნაირი დასასრული. „კარგ“ დასასრულში ტრევისი ქალაქს ტოვებს. იგი თავის სატვირთო მანქანაში ჩაჯდება და სარკეში პატარა ალესას დაინახავს, რომელსაც ხელებში ჩვილი ბავშვი უჭირავს. ალესა მას გაუღიმებს, ტრევისი ოდომეტრს გაანულებს და მანქანას დაძრავს. ამის შემდეგ მოთამაშეს ჰარი მეისონისა და მისი ცოლის ხმები ესმის. ისინი გზად ჩვილ ბავშვს იპოვიან, მის შვილებას გადაწყვეტენ და მას შერილს დაარქმევენ. მათ საუბარს დალიასა და კაუფმანის დიალოგი მოჰყვება. ალესას „მეორე ნაწილის“ ქალაქში დასაბრუნებლად ისინი მის მოჯადოებას გადაწყვეტენ. „ცუდ“ დასასრულში საწოლზე მიბმულ ტრევისს სხეულში ნემსით უცნობ ნივთიერებას შეუყვანენ, რაც მას გაახსენებს, თუ როგორ დახოცა რამდენიმე ადამიანი. მის ტანჯვას სხვა ოთახიდან ორდერის წევრები ადევნებენ თვალს. „ამო“ (ხუმრობა) დასასრულში ტრევისს უცხოპლანეტელი და მირა მიაკითხავენ და კოსმოსში წაიყვანენ.

გამოსვლარედაქტირება

ფილმ საილენთ ჰილის გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ კონამი პირველი თამაშის რიმეიქის შექმნას გეგმავდა, რომლის გმირი ჰარი მეისონის ნაცვლად როუზ და სილვა იქნებოდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.

გაერთიანებულ სამეფოში თამაში 2007 წლის 26 ოქტომბერს გამოვიდა, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში – იმავე წლის ნოემბერში, იაპონიაში კი – დეკემბერში.[1][2] Silent Hill: Origins-ის იაპონურ ვარიანტს “Silent Hill Zero” („საილენთ ჰილი ნული“) ჰქვია.[1] 2007 წლის დეკემბერში Kotaku-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ PlayStation 2-ზე თამაში სავარაუდოდ 2008 წლის მარტში გამოვიდოდა. 2008 წლის 22 იანვარს კონამიმ დაადასტურა, რომ ის Silent Hill: Origins-ის PlayStation 2-ის ვერსიის შექმნაზე მუშაობდა,[3] რაც მან ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე წლის 5 მარტს, ევროპაში კი 16 მაისს გამოუშვა.[4]

მუსიკარედაქტირება

Silent Hill: Origins-ის საუნდტრეკი, სახელად Silent Hill: Zero Original Soundtracks Konami Digital Entertainment, Inc.-მა იაპონიაში 2008 წლის 25 იანვარს გამოუშვა.[5] მისი კომპოზიტორი აკირა იამაოკაა.[6] სიმღერები Shot Down In Flames, O.R.T., Blow Back და Hole In The Sky ჯო რომერსას მიერაა დაწერილი და მათ მერი ელიზაბეთ მაკგლინი ასრულებს.[7]

ალბომის გარეკანზე პირამიდის თავიანია გამოსახული მიუხედავად იმისა, რომ იგი თამაშში არ მონაწილეობს. იაპონურ საუნდტრეკს 6-გვერდიანი კომიქსი - „Белый охотник“ მოჰყვა, რაც მასაჰირო იტოს მიერაა დაწერილი და ილუსტრირებული. მასში ასახულია, თუ როგორ კლავს „თეთრი მონადირე“ (პირამიდის თავიანი) „ანგელოზს“, რომელმაც იგი ახალი მისიის შესასრულებლად გააღვიძა.

კრიტიკული შეფასებარედაქტირება

Silent Hill: Origins-მა მიმომხილველთაგან ძირითადად დადებითი შეფასება მიიღო. თამაშის PSP-ის ვერსიამ Game Rankings-ზე 78.10%,[8] MetaCritic-ზე კი 78/100 ქულა მოაგროვა.[9] მისმა გრაფიკამ,[10][11][12] ურჩხულთა დიზაინმა,[12] დეტალურმა გარემომ[13][14] და ატმოსფერომ[14] კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.

კრიტიკა ძირითადად სიუჟეტსა და გეიმფლეის შეეხო. GameSpot-ის კევინ ვანორდმა სიუჟეტს არაორიგინალური და არაამაღელვებელი უწოდა,[13] PALGN-ის მეტ კელერმა კი მასში „აშკარად ნათელი“ ქვეტექსტი დაინახა.[15] 1UP.com-მა განაცხადა, რომ თუმცა სიუჟეტის პროგნოზი ადვილი იყო, მან სერიებს ისტორია შეჰმატა.[11] კრიტიკა შეეხო გარემოსაც, რაც, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, წინა თამაშების ანალოგიური იყო.[15][10] ზოგმა პერსონაჟთა დიზაინში დეტალების არასაკმარისად მკაფიოდ გამოკვეთა დაიწუნა.[10][14]

გეიმფლეიმ არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო – ზოგს ის შაბლონური,[14] ზოგს კი დამაინტრიგებელი[16] მოეჩვენა. გამოცანებმა უმეტესწილად მიმომხილველთა ქება დაიმსახურა,[15][13] თამაშის ხანგრძლივობამ კი – მათი კრიტიკა.[15][11] ზოგმა თამაშში შესანახი პუნქტების სიმწირე დაიწუნა.[14][17] გააკრიტიკეს სერიების „ფორმულისადმი“ თამაშის მკაცრი ერთგულებაც.[14] GameSpot-ის თქმით, „ამ ბებერ ძაღლს ახალი ეშმაკობების მოფიქრება სჭირდება“.[13] ზოგს არ მოეწონა კამერის რაკურსები,[16][10] განსაკუთრებით კი ისინი, რაც ვიწრო დერეფნებში იყო გამოყენებული.[18] თუმცა, კრიტიკოსთა თქმით, წინა თამაშებთან შედარებით Silent Hill: Origins ბრძოლაზე უფრო მეტად იყო ორიენტირებული,[15][18] ჩხუბები მათ უარყოფითად შეაფასეს.[13][11][14] GameSpy-ის დევიდ ჩაპმანის აზრით, ადვილად ხელმისაწვდომი იარაღები ტრევისს მეტისმეტად ძლიერს ხდიდა,[18] ზოგ მიმომხილველს კი ისინი მეტად მყიფე მოეჩვენა.[15][11]

კრიტიკოსებმა თამაშის საუნდტრეკი შეაქეს და აღნიშნეს, რომ ის შიშისმომგვრელი იყო.[15][13][12] PlayStation Official Magazine UK-ის თქმით, მას „მხოლოდ ყურსასმენებით უნდა უსმინო“.[9]

PS2-ის ვერსიამ Game Rankings-ზე 72.41%, MetaCritic-ზე კი 70/100[19] ქულა მოიპოვა. მისმა გრაფიკამ მიმომხილველთა კრიტიკა დაიმსახურა.[20] ამასთანავე IGN-მა კამერის ხელოვნურად მართვის შეუძლებლობაც დაიწუნა.[20]

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Silent Hill: Origins - PlayStation Portable“. IGN.com. IGN Entertainment.
  2. ჯეიმს კოზანეკი (2007-11-26). „AU Shippin' Out November 27-30: Super Mario Galaxy“. GameSpot. CBS Interactive
  3. რაიან გედესი (2008-01-22). „Silent Hill Origins Coming to PS2“. IGN.com.
  4. Silent Hill Origins - PlayStation 2“. IGN.com. IGN Entertainment.
  5. Silent Hill Zero Original Soundtracks“ (იაპონურად). Konamistyle.
  6. ფრენკ სიფალდი (2006-08-16). „Producing Silent Hill: A Chat With Konami's William Oertel“. Gamasutra. UBM Tech. გვ. 3
  7. Climax Studios (2007-11-06). Silent Hill: Origins. Konami Digital Entertainment. Staff credits. (ტიტრები)
  8. http://www.gamerankings.com/psp/933072-silent-hill-origins/index.html
  9. 9.0 9.1 Silent Hill Origins (psp: 2007): Reviews“. Metacritic. CBS Interactive.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 ენდი ბიურტი (2007-11-07). „Review : Silent Hill Origins PSP“. GamePro. IDG Entertainment.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 შეინ ბეტენჰაუზენი (2007-11-06). „Silent Hill: Origins Review for PSP from 1UP.com“ (მკვდარი ბმული). 1UP.com.
  12. 12.0 12.1 12.2 ჯეიპი_ჰარჰი (2007-11-15). „Silent Hill: Origins Review“. Game Revolution. Net Revolution Inc.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 კევინ ვანორდი (2007-11-22). „Silent Hill: Origins Review“. GameSpot. CBS Interactive
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 კრისტან რიდი (2007-11-23). „Silent Hill Origins Review“. Eurogamer. Eurogamer Network. გვ. 1
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 მეტ კელერი (2007-12-10). „Silent Hill Origins Review“. PALGN. PAL Gaming Network
  16. 16.0 16.1 ჯეფ ჰეინსი (2007-11-12). „Silent Hill: Origins Review“. IGN
  17. უესლი ინ-პული (2007-11-16). „Silent Hill Origins Review“. VideoGamer.com. Pro-G Media Ltd.
  18. 18.0 18.1 18.2 დევიდ ჩაპმანი (2007-11-19). „GameSpy: Silent Hill Origins Review“. GameSpy. IGN Entertainment. გვ. 1–2
  19. Silent Hill Origins (ps2: 2007): Reviews“. Metacritic. CBS Interactive.
  20. 20.0 20.1 Silent Hill: Origins review (PS2)“. IGN.com. IGN Entertainment.
მოძიებულია "http://ka.silenthill.wikia.com/wiki/Silent_Hill:_Origins?oldid=643"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი