FANDOM


Silent Hill: Shattered Memories
Silent Hill Shattered Memories.jpg
იგივე
Shattered Memories
დეველოპერი
გამომცემელი
რეჟისორი
მარკ სიმონსი
პროდიუსერი
ტომ ჰიულეტი
მწერალი
სემ ბარლოუ
დიზაინერი
სემ ბარლოუ, რობერტ მაკლაკლანი, მარკ დიგლსი, სემ გეიჯი
კომპოზიტორი
გამოშვების თარიღი
8 დეკემბერი, 2009 (Wii) ჩრდილოეთი ამერიკა
26 თებერვალი, 2010 ევროპა
25 მარტი, 2010 იაპონია
22 აპრილი, 2010 ავსტრალია
ESRB რეიტინგი
M (17+)
პლატფორმა
Wii
PlayStation 2
PlayStation Portable
PlayStation Network
რეჟიმი
Single-player
მატარებელი
ოპტიკური დისკი


Silent Hill: Shattered Memories (ქართ. საილენთ ჰილი: დამსხვრეული მოგონებები) Survival horror ჟანრის ვიდეო თამაშია, რაც Climax Studios-მა შექმნა და Konami Digital Entertainment-მა Wii-ისთვის 2009 წლის დეკემბერში გამოსცა. PlayStation 2-სა და PlayStation Portable-ზე ის 2010 წლის იანვარში გამოვიდა.

Silent Hill: Shattered Memories 1-ლი თამაშის ერთგვარ რიმეიქს წარმოადგენს − ჰარი მეისონი აქაც თავის დაკარგულ ქალიშვილს − შერილს დაეძებს, თუმცა მას სრულიად განსხვავებული სიუჟეტი აქვს. გარდა ამისა, თამაშის გმირი იარაღს საერთოდ არ იყენებს და არც ბოსებს ებრძვის, არამედ მხოლოდ გარბის. პერსონაჟებისა და ურჩხულების გარეგნობა, დიალოგები და თამაშის დასასრული მოთამაშის ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით იცვლება, რაც თერაპიის სცენებითა და ჰარის მიერ გაკეთებული არჩევნებით იქმნება.

თამაშის კომპოზიტორია აკირა იამაოკა, რომელმაც ის დინამიკური მუსიკის ელემენტებით გააფორმა, რაც მას წინა თამაშებში არ გამოუყენებია. Silent Hill: Shattered Memories-მა ძირითადად კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. Metacritic-ზე თამაშის Wii-ის ვერსიამ 79/100 ქულა მოიპოვა.

სიუჟეტირედაქტირება

Warning sign.svg ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

თამაში ფსიქოთერაპიის სესიით იწყება, რასაც ექიმი მაიკლ კაუფმანი უძღვება. მდივანი მას შეატყობინებს, რომ მისი პაციენტი უკვე მოვიდა.

მომდევნო სცენაში ჰარი მეისონი ავტოავარიაში მოყვება და გონებას დაკარგავს. გონს მოსვლის შემდეგ იგი საილენთ ჰილში თავისი შვიდი წლის ქალიშვილის − შერილის ძებნას დაიწყებს. კაფეში ის პოლიციის ოფიცერ სიბილ ბენეტს შეხვდება, რომელიც მას შინ წასვლას ურჩევს, რადგან, მისი რწმენით, შერილი იქ უნდა იყოს. სახლში მიმავალი ჰარის თვალწინ უეცრად ყველაფერი გაიყინება და მას თავს ურჩხული ჰუმანოიდები დაესხმებიან. ჰარი მათგან გაქცევას შეძლებს და შინ მისული აღმოაჩენს, რომ მის სახლში უცნობი ოჯახი ცხოვრობს. დაბნეულ ჰარის სიბილ ბენეტი მიაკითხავს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანს, თუმცა ქარბუქის გამო ისინი იქამდე ვერ მიაღწევენ. საკუთარი ადგილმდებარეობის დასადგენად სიბილი მანქანიდან გადავა. მოგვიანებით, მას ჰარიც მიჰყვება. იგი ადგილობრივ სკოლაში მივა, სადაც მიშელ ვალდეზისგან შეიტყობს, რომ იქ უწინ შერილ მეისონიც სწავლობდა. მიშელი ჰარის შერილის სახლამდე მანქანით მიყვანას შესთავაზებს. მანქანის გასაღების ასაღებად ისინი ღამის კლუბში შეივლიან, სადაც მიშელი მუშაობს. ჰარი მიშელის ოთახში შევა, უკან დაბრუნებულს კი მის ადგილას დალია მეისონი დახვდება, რომელიც მას შერილის სანახავად მანქანით წაიყვანს. გზად ყველაფერი გაიყინება, ხიდი ჩატყდება და მანქანა მდინარეში გადავარდება. ჰარი მანქანიდან თავის დაღწევას შეძლებს, თუმცა გონებას დაკარგავს.

ჰარი საავადმყოფო ალქემილაში ინვალიდის სავარძელში გაიღვიძებს, რასაც სიბილი მიაგორებს. სიბილი მას ეტყვის, რომ განყოფილებაში ყოფნისას მან ჰარი მეისონზე ინფორმაცია მოიძია, თუმცა სიტყვის დასრულებას ვერ შეძლებს, რადგან იქაურობა გაიყინება. ჰარი მორიგ კოშმარს თავს დააღწევს და ცეცხლმოკიდებულ მანქანასთან ექთან ლისა გარლანდს შეხვდება, რომელსაც იგი სახლამდე მიაცილებს. ლისას თხოვნით ჰარი მას თავის ტკივილის წამალს დაალევინებს, მოგვიანებით კი მის სახლში დაბრუნდება და ლისას მკვდარს იპოვის. ამ დროს ჰარის თავს სიბილი წაადგება, რომელიც მის დაკავებას შეეცდება, თუმცა გაიყინება. ჰარი შერილის სახლში მივა, სადაც მოხუცი დალიასგან შეიტყობს, რომ ის მისი ცოლი ყოფილა. დალია ასევე იტყვის, რომ შერილი შუქურაში იმყოფება. იქაურობას კვლავ ყინულის სამყარო დაფარავს. ჰარი ურჩხულებს დაუსხლტება და ბოლოს შერილის ოთახში ჩაეძინება. მას მიშელი გააღვიძებს და ეტყვის, რომ შუქურამდე მათ მისი შეყვარებული ჯონი მიიყვანს. გზად მიშელსა და ჯონს ჩხუბი მოუვათ და მანქანას მიატოვებენ. შუქურამდე მისაღწევად ჰარი ნავს გამოიყენებს, რომელშიც ის ახალგაზრდა დალიას იპოვის. იგი დალიას ცდუნებას ვერ გაუძლებს და ღამეს მასთან ერთად გაატარებს. გაღვიძებულ ჰარის ყველაფერი, მათ შორის – დალიაც, ყინულით დაფარული დახვდება. იგი ყინულზე გადავა და შუქურისკენ ფეხით გაემართება, თუმცა უეცრად ყინული წყლად გარდაიქმნება, ჰარი შიგ ჩავარდება და გონებას დაკარგავს. მას სიბილი გადაარჩენს, რომელიც განაცხადებს, რომ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ჰარი მეისონი თვრამეტი წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა. ჰარი „შუქურაში“ შევა და აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში ის ექიმ კაუფმანის კლინიკა ყოფილა.

კაუფმანის პაციენტი ზრდასრული შერილი აღმოჩნდება, რომელიც ვერ შეეგუა მამის სიკვდილსა და მშობლების დაშორებას. ჰარისა და შერილს შორის დიალოგი გაიმართება. შერილი ან სიმართლეს თვალს გაუსწორებს ან ჰარის ეტყვის, რომ იგი გმირია, ხოლო კაცი, რომელიც მოკვდა, მამამისი არ იყო. ის სახლში ან მარტო წავა ან დალიასთან ერთად.

თამაშის ბოლოს შერილის ბავშვობისდროინდელი ვიდეოები ჩნდება. პირველ ვიდეოში, რაც დალიას მიერ უნდა იყოს გადაღებული, ჰარი და პატარა შერილი ატრაქციონების პარკში დროს მხიარულად ატარებენ. მომდევნო ვიდეოში:

  • ჰარი ოჯახს ტოვებს. წასვლის წინ იგი შერილს ეტყვის, რომ მშობელთა დაშორებაში მან თავი არ უნდა დაიდანაშაულოს („Love Lost“); ან
  • მთვრალი ჰარი პატარა შერილს ყვირილით ლუდის მოტანას უბრძანებს და ჩაილაპარაკებს: „რა გასაკვირია, რომ ასეთი ოჯახის ხელში ვსვამ“ („Drunk Dad“); ან
  • ჰარი მიშელთან და ლისასთან ერთად საწოლზე ზის. კითხვაზე, მიუძღვნის თუ არა იგი მათ თავის მომდევნო წიგნს, ჰარი გოგონებს უპასუხებს, რომ წიგნებს იგი მხოლოდ თავის ცოლსა და შვილს უძღვნის, რადგან ეს „უბრალოდ სამართლიანია“, რაზეც სამივე მათგანი გადაიხარხარებს. ამ დასასრულში ირკვევა, რომ მიშელი და ლისა ჰარის საყვარლები ყოფილან. („Sleaze and Sirens“); ან
  • დალია ჰარის სილას სამჯერ გაარტყამს და მას გამოუსადეგარსა და საცოდავს, მის ნოველებს კი ნაგავს უწოდებს. („Wicked and Weak“).

ამო (ხუმრობა) დასასრულში შერილი კაუფმანს ეტყვის, რომ მისი აზრით ჰარი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს, ხოლო საილენთ ჰილი მათი ხომალდია. ამ დროს ოთახში ჯეიმს სანდერლენდი შემოვა, შერილი მირად გარდაიქმენა, კაუფმანი კი უცხოპლანეტლად.

გამოსვლარედაქტირება

თამაში ოფიციალურად Nintendo Power-ის 2009 წლის მაისის ნომერში გამოცხადდა.[1] ჩრდილოეთ ამერიკაში მისი გამოშვების თარიღად 2009 წლის 13 ოქტომბერი დასახელდა, ევროპაში კი 30 ოქტომბერი. 2009 წლის სექტემბერში Climax-მა თამაშის გამოშვება 2009 წლის 3 ნოემბრამდე გადადო, შუა ოქტომბერში კი გაირკვა, რომ ის 8 დეკემბერს გამოვიდოდა. 13 ოქტომბერს Konami-მ გამოაცხადა, რომ Silent Hill: Shattered Memories ევროპაში 2010 წლის დასაწყისში გახდებოდა ხელმისაწვდომი.[2]

მუსიკარედაქტირება

თამაშის კომპოზიტორია აკირა იამაოკა, მომღერალი − მერი ელიზაბეთ მაკგლინი. თამაშის 21 საუნდტრეკიდან 4 სიმღერას წარმოადგენს, რომელთა შორისაა Always on My Mind-ის ქავერი.[3][4]

კრიტიკული შეფასებარედაქტირება

Silent Hill: Shattered Memories კრიტიკოსებმა ძირითადად დადებითად შეაფასეს. თამაშის Wii-ის ვერსიამ Metacritic-ზე 79/100 ქულა მოაგროვა.[5] 80% და მეტი მას მიანიჭეს: Destructoid-მა (9.5/10),[6] Eurogamer-მა (9/10),[7] IGN-მა (8.6/10),[8] GameTrailers-მა (8.5/10),[9] GameSpot-მა (8/10)[10] და Nintendo Power-მა (8/10).[11] შედარებით დაბალი ქულები დაწერეს: GameSpy-მ (3.5/5),[12] Game Informer-მა (6.25/10),[13] 1UP-მა (C+)[14][15] და GamePro-მ (2.5/5).[16] ყველაზე ცუდი ქულით (2/5) თამაში G4TV-მ შეაფასა.[17]

კრიტიკოსებმა თამაშის გრაფიკა შეაქეს.[7][8][18][19] GameTrailers ფარნით განათებული არის მაღალმა გარჩევადობამ და მოთამაშისთვის ხელმისაწვდომი ობიექტების სიმრავლემ მოხიბლა.[9] ფსიქოლოგიური შეფასების სისტემამ, როგორც თამაშის განსაკუთრებულმა ელემენტმა, ქებაც დაიმსახურა[13][20][8] და კრიტიკაც.[18][16] IGN-მა[8] და GameSpot-მა[10] Silent Hill: Shattered Memories-ის ღრმა ემოციური სიუჟეტი მოიწონეს. თამაშის საუნდტრეკი[8][19][13][7][20] და გახმოვანება[13][7][14][19] მიმომხილველებმა დადებითად შეაფასეს.

1UP-სა[14] და G4TV-ს[17] არ მოეწონათ გამოცანების სიმარტივე. ბევრმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ თამაში საკმაოდ მოკლე იყო − პირველ ჯერზე მის დახურვას მხოლოდ 5-7 საათი დასჭირდა.[7][20][10] Nintendo World Report-ს თამაში არც ისეთი შემზარავი მოეჩვენა.[21] ზოგმა ყინულის სამყაროს ხშირი გამოჩენა დაიწუნა.[13][20]

სქოლიორედაქტირება

  1. ტომ ისტი (2 აპრილი, 2009). „Silent Hill Hits Wii“. Nintendo Official Magazine. Future US
  2. Silent Hill Delayed for PS2“. IGN.com. IGN Entertainment, Inc.
  3. მეტ კასამასინა (9 აპრილი, 2009). „Silent Hill: Shattered Memories Interview“. IGN.com. IGN Entertainment, Inc. გვ. 1–5
  4. Climax Studios (8 დეკემბერი, 2009). Silent Hill: Shattered Memories. Konami Digital Entertainment. ტიტრები
  5. Silent Hill: Shattered Memories“. Metacritic. CBS Interactive
  6. http://www.destructoid.com/review-silent-hill-shattered-memories-wii--157608.phtml
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 კრისტან რიდი (8 დეკემბერი, 2009). „Silent Hill: Shattered Memories Review“. Eurogamer. The Eurogamer Network
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 მეტ კასამასინა (4 დეკემბერი, 2009). „Silent Hill: Shattered Memories Review“. IGN.com. IGN Entertainment, Inc. გვ. 1–3
  9. 9.0 9.1 Silent Hill: Shattered Memories Reviews, Trailers, and Interviews“. GameTrailers
  10. 10.0 10.1 10.2 ლარკ ანდერსონი (10 დეკემბერი, 2009). „[http://www.gamespot.com/wii/action/silenthillshatteredmemories/review.html/ Silent Hill: Shattered Memories Review“ (მკვდარი ბმული). GameSpot. CBS Interactive Inc. გვ. 1
  11. Nintendo Power, ტომი 249
  12. ენტონი გალეგოსი (10 დეკემბერი, 2009). „The Consensus: Silent Hill: Shattered Memories Review“. GameSpy. IGN Entertainment, Inc. გვ. 1–2
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 ტიმ ტური (8 დეკემბერი, 2009). „Silent Hill: Shattered Memories Review“. Game Informer. Game Informer Magazine
  14. 14.0 14.1 14.2 ჯასტინ ჰაიუალდი (8 დეკემბერი, 2009). „Silent Hill: Shattered Memories Review for Wii from 1UP“ (მკვდარი ბმული). 1UP.com. 1UP Games
  15. ჯასტინ ჰაიუალდი (15 იანვარი, 2010). „Silent Hill: Shattered Memories PSP/PS2 Review“ (მკვდარი ბმული). 1UP.com. 1UP Games
  16. 16.0 16.1 უილ ჰერინგი (8 დეკემბერი, 2009). „Silent Hill: Shattered Memories Review from GamePro“. GamePro. GamePro Media
  17. 17.0 17.1 http://www.g4tv.com/games/wii/61989/silent-hill-shattered-memories/
  18. 18.0 18.1 ჩარლზ ჰეროლდი. „‘Silent Hill: Shattered Memories’ - Game Review“. About.com. The New York Times Company. გვ. 1–2
  19. 19.0 19.1 19.2 ნიონ კელი (17 მარტი, 2010). „Silent Hill: Shattered Memories Review for Wii“. VideoGamer.com. Pro-G Media Ltd. გვ. 3
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 კრის ჰუდაკი (31 დეკემბერი, 2009). „Hill: Shattered Memories Review“. Game Revolution. AtomicOnline, LLC.
  21. ჯეიმს ჯონსი (20 მარტი, 2010). „Silent Hill: Shattered Memories – Feature“. Nintendo World Report

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი